четверг, 10 декабря 2009 г.

მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა






1.პროექტის სახელი: მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა.
2. პროექტის მოკლე აღწერა:

  • მონაცემთა შეგროვებისა და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის ჩვევების დაუფლება.
  • მონაცემთა წარმოდგენის ფორმების გამოყენებით მონაცემთა ერთობლიობის დახასიათებისა და ანალიზის უნარის განვითარებa.

3. პროექტის სრული აღწერა:

სტატისტიკური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ბევრი ისეთი თვისების (ჩვევის) ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის .

სტატისტიკა (ქართულად status- მდგომარეობა) არის მეცნიერება ცხოვრების სხვადასხვა მოვლენის შესახებ, მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის შესახებ. მაგ:

ეკონომიკური სტატისტიკა-შეისწავლის სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნის საკითხებს, ფასების ცვლილებებს ,პროდუქციის წარმოების ზრდისა და შემცირების ტენდენციებს.

სამედიცინო სტსტისტიკა- შეოსწავლის დაავადებების გავრცელების, წამლების მოქმედების და მკურნალობის ეფექტურობის საკითხს. არსებობს კიდევ დემოგრაფიული სტატისტიკა, ფინანსური სტატისტიკა, ბიოლოგიური სტატისტიკა და სხვა.

მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ მონაცეთა შგროვების მაგალითები, ასევე მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები. მაგ: სიის, ცხრილების, წერტილოვანი,მესერული, ხაზოვანი, სვეტოვანი წრიული დიაგრამების, აგრეთვე პიქტოგრამების სახით.


ჩვენი მიზანია- მონაცემების შეგროვების საშუალებების გაცნობის შემდეგ, ინფორმაციის შეგროვებისას მონაცემთა მოპოვების შესაფერისი ხერხების შერჩევისა და გამოყენების უნარის გამომუშავება. სტატისტიკური ექსპერიმენტების ჩატარების შეთავაზება-გაზომვის, დაკვირვებისა და განოკითხვიხ მეთოდით. ასევე მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ ელექტრონულ ფორმატში თუ როგორ შეიძლება შადგინონ მოპოვებული მონაცემებისაგან გიაგრამები ( წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი,წრიული). მოსწავლემ უნდა შეამჩნიოს თუ როგორ აადვილებს მონაცემთა დამუშავებას და ანალიზს ხელსაყრელი ფორმით გამოსახვა.

მოსწავლეებს დავყოფთ 6 ჯგუფად. ჯგუფში 4-4 მოსწავლეა.თითოეულ ჯგუფს ეძლევათ ბარათები, სადაც მოცემულია დავალება. ჯგუფი ირჩევს ლიდერს. ლიდერი ჯგუფის თითოეულ წევრს უნაწილებს სამუშაოს. მაგ:

1.მოიპოვებს ინფორმაციას -გაზომვის, დაკვირვებისა და გამოკითხვის მეთოდით.

2.აწარმოებს ჩანაწერებს-ადგენს სიას, ცხრილს, დიაგრამას.

3.ელექტრონულ ფორმატში აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე მონაცემებისათვის.

4. აკეთებს პრეზენტაციას.

ჯგუფების შესაძლო დავალებაა:

I-როგორ იცვლებოდა მოსწავლეთა რაოდენობა მიმდინარე სასწავლო წელს ქ. ბათუმის #4 სკოლაში.

II-მიმდინარე სასწ. წლის 1 ტრიმესტრში 7 კლასში მოსწავლეთა სავარაუდო შეფასება ინფორმატიკაში.

III-მოიძიონ მონაცემები ზაფხულში ზღვაზე და მთაში დამსვენებელთა მიახლოებითი ოდენობის სეასახებ.

IV-მოიძიონ ინფირმაცია ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ვებ.გვერდიდან 2009 წელს თსუ-ს მათემატიკის სპეციალობაზე ჩარიცხულთა შესახებ.

V- მოიძიონ ერთიანი საქართველოს მეფეთა მეფობის წლები.

Vi- მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს მდინარეთა რაოდენობის, წყალუხვობის და შენაკადის ოდენობის შეასხებ.

მოსწავლეებს ბარათებში უნდა მიუთითოთ შსაბამისი ვებ. გვერდები: http://www.google.com/

http://www.wikipedia.org/

http://www.tsu.edu.ge/

http://www.naec.ge/

http://www.holmes.ge/

4.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი

5.ვადები/ ხანგრძლივობა : 2-3 კვირა

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გამოწვევა პროექტორის გამოყენებით, გონებრივი იერიში, თეორიული მასალა, პრაქტიკული სამუშაო ელექტრონული ცხრილების გამოყენებით. ინტერნეტის გამოყენებით მონაცემების შეგროვება და ელექტრონულ ფორმატში დიაგრამების აგება.

7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

  • მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კანონზომიერების აღმოჩენისა და განზოგადების უნარის განვითარება.
  • მონაცემების შეგროვების, კლასიფიკაციის, გიაგრამების აგების, ელექტრონულ ფორმატში მათი გამოსახვის, ისტ-ის გამოყენების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამოყენება.

8. სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქართულში, ინფორმატიკაში. მოსწავლეებმა თავად გაეცნონ და შეისწავლონ მონაცემები.ვშექმნან შესაბამისი დიაგრამები, ცხრილები, პიქტოგრამები და შემდეგ გააცნონ სხვა კლასის მოსწავლეებს.

9.სამუშაო ენა: ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქ. ბათუმის #12 საჯარო სკოლა

11.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას სხვადასხვა საგანში- გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქართულში და ინფორმატიკაში.

12. პროექტის ფასილიტატორი: ნატო თავართქილაძე, გუგული ნაკაშიძე, თამრიკო გედაგოვა, მარიამ ხაბელაშვილი.

13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:natali7071@mail.ru

14. პროექტის ფორუმი:საცდელიო პროექტი

15.პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი: http://www.statistika-natali.blogspot.com/



























1 комментарий:

  1. Play Free Online Slots 2021
    Asking for free online slots is a very popular activity. Many players, therefore, have the opportunity to bet real money leovegas on slots. dafabet This 퍼스트카지노 means that the casino is

    ОтветитьУдалить