1.პროექტის სახელი: მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა.
2. პროექტის მოკლე აღწერა:
- მონაცემთა შეგროვებისა და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის ჩვევების დაუფლება.
- მონაცემთა წარმოდგენის ფორმების გამოყენებით მონაცემთა ერთობლიობის დახასიათებისა და ანალიზის უნარის განვითარებa.
3. პროექტის სრული აღწერა:
სტატისტიკური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ბევრი ისეთი თვისების (ჩვევის) ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის .სტატისტიკა (ქართულად status- მდგომარეობა) არის მეცნიერება ცხოვრების სხვადასხვა მოვლენის შესახებ, მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის შესახებ. მაგ:
ეკონომიკური სტატისტიკა-შეისწავლის სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნის საკითხებს, ფასების ცვლილებებს ,პროდუქციის წარმოების ზრდისა და შემცირების ტენდენციებს.
სამედიცინო სტსტისტიკა- შეოსწავლის დაავადებების გავრცელების, წამლების მოქმედების და მკურნალობის ეფექტურობის საკითხს. არსებობს კიდევ დემოგრაფიული სტატისტიკა, ფინანსური სტატისტიკა, ბიოლოგიური სტატისტიკა და სხვა.მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ მონაცეთა შგროვების მაგალითები, ასევე მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები. მაგ: სიის, ცხრილების, წერტილოვანი,მესერული, ხაზოვანი, სვეტოვანი წრიული დიაგრამების, აგრეთვე პიქტოგრამების სახით.
ჩვენი მიზანია- მონაცემების შეგროვების საშუალებების გაცნობის შემდეგ, ინფორმაციის შეგროვებისას მონაცემთა მოპოვების შესაფერისი ხერხების შერჩევისა და გამოყენების უნარის გამომუშავება. სტატისტიკური ექსპერიმენტების ჩატარების შეთავაზება-გაზომვის, დაკვირვებისა და განოკითხვიხ მეთოდით. ასევე მოსწავლეებს უნდა გავაცნოთ ელექტრონულ ფორმატში თუ როგორ შეიძლება შადგინონ მოპოვებული მონაცემებისაგან გიაგრამები ( წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი,წრიული). მოსწავლემ უნდა შეამჩნიოს თუ როგორ აადვილებს მონაცემთა დამუშავებას და ანალიზს ხელსაყრელი ფორმით გამოსახვა.
მოსწავლეებს დავყოფთ 6 ჯგუფად. ჯგუფში 4-4 მოსწავლეა.თითოეულ ჯგუფს ეძლევათ ბარათები, სადაც მოცემულია დავალება. ჯგუფი ირჩევს ლიდერს. ლიდერი ჯგუფის თითოეულ წევრს უნაწილებს სამუშაოს. მაგ:
1.მოიპოვებს ინფორმაციას -გაზომვის, დაკვირვებისა და გამოკითხვის მეთოდით.
2.აწარმოებს ჩანაწერებს-ადგენს სიას, ცხრილს, დიაგრამას.
3.ელექტრონულ ფორმატში აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე მონაცემებისათვის.
4. აკეთებს პრეზენტაციას.
ჯგუფების შესაძლო დავალებაა:
I-როგორ იცვლებოდა მოსწავლეთა რაოდენობა მიმდინარე სასწავლო წელს ქ. ბათუმის #4 სკოლაში.
II-მიმდინარე სასწ. წლის 1 ტრიმესტრში 7 კლასში მოსწავლეთა სავარაუდო შეფასება ინფორმატიკაში.
III-მოიძიონ მონაცემები ზაფხულში ზღვაზე და მთაში დამსვენებელთა მიახლოებითი ოდენობის სეასახებ.
IV-მოიძიონ ინფირმაცია ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრის ვებ.გვერდიდან 2009 წელს თსუ-ს მათემატიკის სპეციალობაზე ჩარიცხულთა შესახებ.
V- მოიძიონ ერთიანი საქართველოს მეფეთა მეფობის წლები.
Vi- მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს მდინარეთა რაოდენობის, წყალუხვობის და შენაკადის ოდენობის შეასხებ.
მოსწავლეებს ბარათებში უნდა მიუთითოთ შსაბამისი ვებ. გვერდები: http://www.google.com/
4.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი
5.ვადები/ ხანგრძლივობა : 2-3 კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: გამოწვევა პროექტორის გამოყენებით, გონებრივი იერიში, თეორიული მასალა, პრაქტიკული სამუშაო ელექტრონული ცხრილების გამოყენებით. ინტერნეტის გამოყენებით მონაცემების შეგროვება და ელექტრონულ ფორმატში დიაგრამების აგება.
7. მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
- მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, კანონზომიერების აღმოჩენისა და განზოგადების უნარის განვითარება.
- მონაცემების შეგროვების, კლასიფიკაციის, გიაგრამების აგების, ელექტრონულ ფორმატში მათი გამოსახვის, ისტ-ის გამოყენების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამოყენება.
8. სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქართულში, ინფორმატიკაში. მოსწავლეებმა თავად გაეცნონ და შეისწავლონ მონაცემები.ვშექმნან შესაბამისი დიაგრამები, ცხრილები, პიქტოგრამები და შემდეგ გააცნონ სხვა კლასის მოსწავლეებს.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: ქ. ბათუმის #12 საჯარო სკოლა
11.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას სხვადასხვა საგანში- გეოგრაფიაში, ისტორიაში, ქართულში და ინფორმატიკაში.
12. პროექტის ფასილიტატორი: ნატო თავართქილაძე, გუგული ნაკაშიძე, თამრიკო გედაგოვა, მარიამ ხაბელაშვილი.
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა:natali7071@mail.ru
14. პროექტის ფორუმი:საცდელიო პროექტი
15.პროექტის ვებ. გვერდი/ბლოგი: http://www.statistika-natali.blogspot.com/
Play Free Online Slots 2021
ОтветитьУдалитьAsking for free online slots is a very popular activity. Many players, therefore, have the opportunity to bet real money leovegas on slots. dafabet This 퍼스트카지노 means that the casino is